რაკეტებისა და დრონების თავდასხმა ქუვეითზე – დაზიანებულია საერთაშორისო აერეპორტი
By

რაკეტებისა და დრონების თავდასხმა ქუვეითზე – დაზიანებულია საერთაშორისო აერეპორტი

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი ირანის მიერ გამთენიისას გაშვებული რაკეტებისა და დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქუვეითის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია აეროპორტის ტერმინალი 1, რომელიც საერთაშორისო რეისებისთვის მთავარი ტერმინალია. მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქუვეითში დროებით შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა.

გავრცელებული ცნობით, ტერმინალი 1 ორშაბათს გაიხსნა. ის დროებით დაკეტილი იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს ირანის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

 

  • No Comments
  • ივნისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *