By
ევროპის ჩემპიონატი – სენიორებში
იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს სენიორ მოჭადრაკეებს შორის.
ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში – 50+ და 65+ ტარდება. მასში ევროპის 34 ქვეყნიდან 250 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება.
საქართველოს სახელით ტურნირში ორი მოჭადრაკე მონაწილეობს – ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ სტურუა (ორივე 65- კატეგორიაში).
ტურნირის საპრიზო ფონდი 18 ათასი ევროა.
ჩვენმა ჭადრაკის დედოფალმა პირველი პარტია მოიგო.
მანანა ძიძიშვილი