„მიხარია, რომ საქართველოში ვარ“
„საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს – ინოვატორები ორივე მხრიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ, – განაცხადა კალიფორნიის ვიცე გუბერნატორმა ელენი კუნელაკისიმ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
„მიხარია, რომ საქართველოში ვარ. ვიცი, რომ დღეს გახსნის ცერემონიას ესწრება კალიფორნიის ტექნოლოგიური სექტორის ბევრი ლიდერი, ასევე, კალიფორნიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, ზაზა ფაჩულიაც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს. საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს – ინოვატორები ორივე მხრიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ, ინოვაციები საქართველოში, წაიღონ და იმავდროულად ამ ჰაბის მეშვეობით, მეტი ინოვატორი ჩამოვიდეს აქ, კალიფორნიაში“, – აღნიშნა მან.
სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა.