„არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა…“
By

„არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა…“

„სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, იმ სიახლეზე, რომელიც გავაკეთეთ სან-ფრანცისკოში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილი არსებულ თანამშრომლობას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის იმისთვის, რომ სრული ხელშეწყობა ჰქონდეს ჩვენს გენერალურ საკონსულოს და ინოვაციების ჰაბს. პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა, უფრო მეტი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *