,,გახარია საქართველოსთვის“ – ვულოცავთ ბავშვებსა და მათ მშობლებს გადარჩენის იმედის გაჩენას
By

,,გახარია საქართველოსთვის“ – ვულოცავთ ბავშვებსა და მათ მშობლებს გადარჩენის იმედის გაჩენას

პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ გამოეხმაურა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხს. პარტიის განცხადებით, ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
,,მოხარულები ვართ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების გადასარჩენად დაწყებულმა ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მთავრობამ, როგორც იქნა, ბავშვებისთვის მედიკამენტების შესაძენად მუშაობა დაიწყო.
ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომელსაც მივესალმებით.
ვულოცავთ ბავშვებსა და მათ მშობლებს გადარჩენის იმედის გაჩენას და მადლობას ვუხდით მთელს საზოგადოებას გამოჩენილი თანადგომისთვის, რომელმაც ბავშვების იმედი რეალობად უნდა აქციოს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყოს მედიკამენტების შესყიდვა და მაქსიმალურად აირიდოს პროცესის გაჭიანურება, რადგან ბავშვებისთვის თითოეულ დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას ბოლომდე, სანამ ბავშვები საჭირო მედიკამენტს არ მიიღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • No Comments
  • ივნისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *