5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1973 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. წელს მისი მთავარი თემაა „ბუნებით შთაგონებული – კლიმატისთვის – ჩვენი მომავლისთვის“. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნავს.
კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ასევე, გაიმართება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება, დედაენის ბაღში ჩატარდება მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები და პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში, საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდებიან.