By
ოლიმპიურ ფესტივალზე აჭარის რეგიონმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა საზეიმო ცერემონიასა და დაჯილდოების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე აჭარის რეგიონმა გუნდურ ჩათვლაში 369 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერი იყო აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.