მარკო რუბიო ფაშინიანს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
By

მარკო რუბიო ფაშინიანს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას ხელახლა გამარჯვებას არჩევნებში. ჩვენ ერთგული ვრჩებით ისტორიული ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის მიზნების ხელშეწყობის, მათ შორის, „ტრამპის გზის მშვიდობისა და კეთილდღეობის“ მიმართ. მოუთმენლად ველოდებით ერთობლივ მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – წერს რუბიო.

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *