By
გეგმური სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა დაიწყო
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სასტუმროებისა და საცურაო აუზების გეგმური, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, აგრეთვე, მოწმდება კვების ბლოკისა და სასტუმროს ნომრების ჰიგიენური ნორმები.
სანიტარიულ შემოწმებას მუნიციპალური ინსპექცია ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს.