სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა წარმატება
ვალერიან შიუკაშვილის ხელოვნების აკადემიამ ლანჩხუთს №2 სამუსიკო სკოლაში კომპოზიტორ ჩერნის სახელობის კონკურსი ჩაატარა, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა სამუსიკო სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის იყო ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, რომელსაც 5 კონკურსანტი ჰყავდა წარდგენილი. აქედან ოთხმა პირველი ადგილი აიღო. ოთხკაციანმა ჟიურიმ ბათუმელებს – ელისაბედ წულუკიძეს, თეკლა ზანაქიძეს, მარიამ გორგაძეს (სამივეს პედაგოგი რუსუდან კვახაძეა) პირველი ადგილი მიანიჭა, პირველი ადგილი აიღო ასევე, ნანა კვირიკაძის მოსწავლე სალომე კიკვაძემ, მეორე – არჩილ ჩიქოვანმა (პედაგოგი – შორენა ვაშალომიძე).
ამავე კონკურსზე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი რუსუდან კვახაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა
