By
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე დარტყმებს ვაგრძელებთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებენ.
„ღამით, უკრაინულმა FP-5 „ფლამინგოს“ რაკეტებმა ჩებოქსარში სამხედრო ქარხანას დაარტყეს, რომელიც ოკუპანტის არმიას დრონებისა და რაკეტების კომპონენტებით ამარაგებს“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკი ადასტურებს, რომ ღამით უკრაინამ სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 900 კილომეტრში მდებარეობს.
„ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სრულიად სამართლიანმა პასუხმა ვლადიმირის ოლქში მდებარე ორ ნავთობის ობიექტსაც მიაღწია, 700 კილომეტრის მანძილზე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.