„ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი“
By

„ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი“

„ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები – ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან საქართველოს ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

„ხომ სისულელეა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ საკუთარი ურთიერთობებით ჩინეთთან თუ სხვა სახელმწიფოებთან, შეიძლება გლობალურ პროცესებში ვინმეს ინტერესს საფრთხე შეუქმნას, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ასე შემდეგ. ხომ აბსურდია ამაზე საუბარი?

ჩვენ სუვერენიტეტი იმისთვის არ გვინდოდა, იმისთვის არ ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დავღვარეთ სისხლი, რომ მათ შორის, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების სუვერენიტეტი გადავულოცოთ სხვას. ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები – ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს ორი ამოცანა არის უმთავრესი, რომელიც დასახული აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობას, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომლისთვისაც ეს ამოცანები არ არსებობს, მათი ამოცანა არის საქართველო აქციონ კლიენტ სახელმწიფოდ, რომელიც ემსახურება სხვების ინტერესებს. ამ ინტერესს რაც ემსახურება, გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, ისე, რომ არავის ვკითხავთ და ამ ინტერესს რაც არ ემსახურება, არაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის კონკურენტის ჩამოსაშორებლად ბრიუსელის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი.

„ხშირად გვაქვს ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან, ბალკანეთის წარმომადგენლებთან, მათგან ხშირად გვესმოდა, რომ ევროკავშირი მათზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, რომ ჩინეთთან არ ჰქონოდათ ურთიერთობები. ჩინეთს მიზანმიმართულად წარმოაჩენდნენ როგორც ბუას, რომლისაც უნდა ეშინოდეთ. ეს გარკვეული ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *