„საქართველომ დაადასტურა ევროკავშირთან დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა“
By

„საქართველომ დაადასტურა ევროკავშირთან დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა“

„ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა პოზიციები გაცვალეს.

„ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რომელიც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს. ქართულმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ევროკავშირის მიერ დაფიქსირებულ ანგარიშებსა თუ რეგულაციებში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, „საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას“.

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *