დონალდ  ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა
By

დონალდ  ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება თითქმის მიღწეულია. პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ევროპაში გაფორმდება, ვაშინგტონის სახელით კი მას ხელს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მოაწერს.
პარალელურად,  ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ბოლო ორ დღეში, აქტიური საომარი მოქმედებები განახლდა. აშშ-მა ირანის მასშტაბით სხვადასხვა სამხედრო ობიექტი დაბომბა, რასაც თეირანმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. ამასთანავე, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამოქალაქო გემებისთვის ჰორმუზის სრუტეს კვლავ კეტავს.

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *