„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“
By

„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, პროექტის – ,,საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია.

ინკლუზიური განათლების ცენტრს ასევე, ეწვია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ცენტრის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო სამუშაო პროცესში. ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალშიც არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმება, რაც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ განვითარებას ისახავს მიზნად.

სტუმრებმა N26 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურა და მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერეს, ბავშვებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა თიხისა და თექის ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში, მუსიკის ოთახში კი მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა მე-16 საჯარო სკოლაში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან და მშობლებთან. ისაუბრეს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე ინიციატივებზე, რომლებიც ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პანელური დისკუსიის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაზე.

სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე დაესწრო.

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *