By
13-15 ივნისს, სითბოს ფონზე, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13-15 ივნისს, სითბოს ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.