4 დღეში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება
By

4 დღეში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“, ოფიციალურად გაიხსნება.

ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, საფესტივალო სივრცე,  ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

„ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

 

  • No Comments
  • ივნისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *