9 აპრილის ხეივანი კეთილეწყობა
By

9 აპრილის ხეივანი კეთილეწყობა

1989 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, შუახევის რაიონის რიკიხეთის უბანში 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად, წყარო აკურთხა. 37 წლის განმავლობაში ტერიტორიამ სახე არსებითად იცვალა და დღეს 9 აპრილის ხეივნად იწოდება.  2018 წლიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები გამოიყოფა ხეივნის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. რიკიხეთი შუახეველების, ტურისტების დასასვენებელ და სპორტული თამაშების ჩასატარებელ ადგილად იქცა.
წელსაც,  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 9 აპრილის ხეივანში  მიმდინარე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოეწყო საკოცონე ადგილები, ფანჩატურები, დაკიდეს საქანელები, დადგეს მოსასვენებელი სკამები. შეკეთდა 9 აპრილის მემორიალი, კეთილმოეწყო  მიმდებარე ტერიტორია, ჩამოასხეს  ფერდსამაგრი კედლები  დაამონტაჟეს გარე განათება, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა დეკორატიული სკამები. პროექტის ფარგლებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურაც.   სპორტულ მოედანზე საფარი დააგეს, განათების ანძები და  სათამაშო ფარები დაამონტაჟეს.

9 აპრილის ხეივანში მიმდინარე სამუშაოებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე და საკრებულოში უჩამბის თემიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ დავითაძე   გაეცნენ.

– განახლებული სივრცე, ეს არის კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ტურისტებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის განვითარებას,- თქვა ომარ ტაკიძემ.

ცოტნე ცაბაძე

 

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *