ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში, ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სადემონტაჟო სამუშაოები და ასაქცევი მილის მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდება სათავე ნაგებობის ჩამკეტი ფარებისა და ურდულების შეკეთება-შეცვლა, ქვიშის ახალი დამჭერისა და ფილტრაციის ახალი ნაგებობის მშენებლობა, სათავე ნაგებობაზე თევზსავალის მოწყობა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად რეაბილიტირებული წყლის გამწმენდი ნაგებობა ბათუმის მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, თანამედროვე მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები კი ოპერირების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.