საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ
რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის და 180 დღით დარჩენისთვის საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა განცხადება უნდა წარადგინონ. ელექტრონულ განაცხადში მითითებული უნდა იყოს რუსეთში შესვლისა და დარჩენის მიზეზი, ასევე, პასპორტისა და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
ცნობისთვის, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დარჩენის ვადა 180 დღემდე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის მიერ 27 აპრილს გამოცემული დადგენილებით გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში 30 ივნისს შევიდა.