ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
By

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათ საკითხზე მიიღეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში. კერძოდ, ცვლილებით დაზუსტდა დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას ამხანაგობის თავმჯდომარის სტატუსი და უფლებამოსილების ვადა. ცვლილება განხორციელდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში. ცვლილების მიღება განპირობებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომლის შესაბამისადაც სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას. შესაბამისად, განკარგულების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *