ირლანდიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა კვიპროსისგან გადაიბარა
By

ირლანდიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა კვიპროსისგან გადაიბარა

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უხელმძღვანელებს.

ირლანდიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა კვიპროსისგან გადაიბარა.

„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ შევასრულებთ ჩვენს საქმეს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩვენი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კავშირი უფრო წარმატებული და უსაფრთხო გახდეს, ასევე, ჩვენს საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს დავიცავთ“, – აცხადებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი.

ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდება.

ასევე, პროგრამის თანახმად, ირლანდია მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„ჩვენი მუშაობის ცენტრში ევროკავშირის ღირებულებები იქნება. ირლანდიის თავმჯდომარეობა ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენი დემოკრატიული სისტემების სიმტკიცეს“, – აღნიშნულია ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *