By
ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგმური ინსპექტირებისას აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ჩაქვში, ი/მ ე. ყ-ის ვეტერინარულ აფთაიქში (მისამართი: ჩაქვი, თამარ მეფის ქუჩა N34) ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს. ამოღებულია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება პიხტის მალამო, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო იოდზეფის ხსნარი და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი „prius”.
ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვან პრეპარატების რეალიზაციის ვადები და შენახვის პირობები.