მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა
By

მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა

დღეიდან, ანუ პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.

ნათია თურნავას ბრძანების თანახმად, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 ლარამდე სესხი ან საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებლის შემოსავალი სრულად არის დაცული კურსის მერყეობისგან.

„სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა“, – ნათქვამია ბრძანებაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *