By
ხვალ, საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვევა
2 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისტორიაში ეს უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერის პირველი ვიზიტია საქართველოში.
უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.