„გამომყევი აჭარაში“
By

„გამომყევი აჭარაში“

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს წელსაც მოუწოდებს რეგიონში მოგზაურობისკენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეიდანაა შესაძლებელი.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, იმოგზაურონ აჭარაში, შექმნან საინტერესო კონტენტი და გამომწერებს გაუზიარონ, მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წლიდან ტარდება. წინა წლებში მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები.

შარშან კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდამდე, ხოლო 2024 წელს – 240 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *