By
ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.
„განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!“ – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.