By
მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობას, ევროკავშირთან ურთიერთობებს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.