ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე
By

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე

აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ერევანი რეფორმების კურსს აგრძელებს და ევროპას უახლოვდება.

„კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების კურსს და ევროპას უახლოვდება. ამიტომ, აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენ თქვენთან ვართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში იგი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე, პირველ ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *