რუსეთის უკრაინაზე იერიშის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
By

რუსეთის უკრაინაზე იერიშის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, ხოლო დაშავებულია 91 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, დარნიცკის რაიონში გრძელდება, სადაც იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
დღეს კიევში გლოვის დღეა, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშებია დაშვებული.

  • No Comments
  • ივლისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *