საინვესტიციო გარემოს გაეცნენ
By

საინვესტიციო გარემოს გაეცნენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გორაძესთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის უფროსის მოადგილე ოდილხან რუსტამოვს შეხვდა.

შეხვედრაზე სავაჭრო პალატის წარმომადგენლები აჭარის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ. საუბარი რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებს, ასევე საპრივატიზაციო პოლიტიკას შეეხო.

უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები, რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე სტუმრებს აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. სავაჭრო პალატა აჭარის შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ ინვესტორებს გააცნობს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ესწრებოდა.

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *