By
ტომაშეთელ უხუცესთან
შუახევის რაიონის სოფელ ტომაშეთის მკვიდრი ულფეთ ფუტკარაძე 105 წლის გახდა. მისი შთამომავლობა 4 შვილს, 16 შვილიშვილს, 32 შვილთაშვილს და 15 შვილთაშვილის შვილს ითვლის. ულფეთს დაბადების დღე მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შუახეველთა დელეგატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ. უხუცესს სულის სიძლიერე და სხეულის სიმხნევე უსურვეს.
ახლა შუახევში 100 წელს გადაცილებული 9 ადამიანია. სხეფელი (ღორექეთი) 112 წლის ნაქიფე დავითაძე არა მარტო შუახევში, არამედ აჭარაში ყველაზე ხანდაზმულია.
ცოტნე ცაბაძე