ფორუმები, რომლებიც პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება
By

ფორუმები, რომლებიც პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას – GIELRSA III-ს დაესწრნენ.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა აჭარაში მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაზიარებას, თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის დანერგვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ, პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.

საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებდა საქართველოსა და უცხოეთის წამყვან სპეციალისტებს ქირურგიის, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის, ონკოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის, ენდოსკოპიის, ინტენსიური თერაპიის, რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიისა და თანამედროვე მედიცინის სხვა მიმართულებებიდან.

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *