By
ელისო ბოლქვაძემ აჰმედ მელაშვილის საფლავი მოინახულა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ თურქეთში, ბურსას პროვინციაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, სოფელ ჰაირიეში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის აჰმედ მელაშვილის საფლავი მოინახულა.
აჰმედ მელაშვილი ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი იყო. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თურქეთში მცხოვრები ქართველების ეროვნული თვითშეგნების, ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში.
დღეს აჰმედ მელაშვილის საქმეს მისი ვაჟი, იბერია მელაშვილი აგრძელებს. იგი ხელმძღვანელობს ქალაქ სტამბოლში თავის მიერვე დაფუძნებულ „ქართული ხელოვნების სახლს“, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის შენარჩუნებას და მომავალი თაობისთვის გადაცემას.