By
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
აჭარის ტურიზმისა და და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 30-მდე მიმტანს ტრენინგი ჩაუტარდა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა გადამზადება რამდენიმე მიმართულებით გაიარეს: მაგიდის სერვირება, კერძების აღწერის წესები, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი , კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი. პრაქტიკული სწავლებისას მიმტანებმა ასევე, დახვეწეს სასმელების დასხმის ტექნიკა, თეფშებისა და ლანგრის ხელით ტარების ტექნიკა, მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით, სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა.
გალერეა

