ოლადაურის თემის სოფლებში…
შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. კარაპეტში, მაწყვალთასა და ოლადაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფუტკარაძე დ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
– ამ ეტაპზე აღნიშნულ სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ტარდება მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებთ და სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტებს ეტაპობრივად ვახორციელებთ, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
თამაზ მგზავრიძე