რესურსცენტრის ფრენბურთელებმა იმარჯვეს
By

რესურსცენტრის ფრენბურთელებმა იმარჯვეს

ორგანიზაცია-დაწესებულებების, თვითმმართველობის ფრენბურთის გუნდები მონაწილეობდნენ შუახევის სპორტული ცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარებულ მუნიციპალიტეტის პირველობაზე უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირი ერთ თვეს გაგრძელდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი რესურსცენტრის ფრენბურთელებმა დაისაკუთრეს.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები სიგელებით, მედლებითა და თასებით შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *