„ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან“
ბევრი რამ ვისწავლე მისგან (შალვა პაპუაშვილისგან), ასევე, პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და სერბეთს შორის ამ კავშირების, ამ კარგი ურთიერთობების გაძლიერება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 10-15 დღის შემდეგ კვლავ შევხვდი შალვა პაპუაშვილს. ბევრი რამ ვისწავლე მისგან (შალვა პაპუაშვილისგან), ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ამ კავშირების, ამ კარგი ურთიერთობების გაძლიერება. ეს კარგია ორმხრივ დონეზეც. ასევე, კარგია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის, კავკასიის რეგიონისა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სხვა ყველა რეგიონის ურთიერთდაკავშირებაც. ჩვენს მოქალაქეებს ბიუროკრატული ფორმალობები არ აინტერესებთ. მათ საკუთარი ცხოვრება, მათი შვილების მომავალი აწუხებთ. სწორედ ეს არის ის, რაც ხალხს აღელვებს და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება, რათა მივაღწიოთ მიზნებს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.