By
ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.