დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები მოსახლეობისთვის უფასოა
By

დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები მოსახლეობისთვის უფასოა

ბათუმში დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება. მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით იწამლება მრავალბინიანი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, ასევე, იტალიური ეზოები.

დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება. დერატიზაციის ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიმდინარეობს.

დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები, რომელსაც შპს ,,სანდასუფთავება“ ახორციელებს, მოსახლეობისთვის უფასოა. მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლაც  ხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე: 0422 24 20 00.

  • No Comments
  • ივლისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *