Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება
By

Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  ადმინისტრაცია ირანთან ახალი ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტეში ვითარების გამწვავების შესაძლო სცენარებს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხზე ირანთან დაპირისპირება შესაძლოა რამდენიმე დღე, კვირა ან უფრო ხანგრძლივი პერიოდიც გაგრძელდეს.
ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, აშშ-ის შესაძლო სამხედრო კამპანიის მასშტაბი და ხანგრძლივობა მთლიანად დამოკიდებული იქნება ირანის შემდგომ ქმედებებზე.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Axios-თან განაცხადა, რომ მიმდინარე ესკალაცია შეიძლება ერთი-ორი დღით შემოიფარგლოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენიმე კვირა ან თვეც გაგრძელდეს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს გააგრძელებს.
„ჩვენ მათ ოდნავ წამოვარტყამთ, რათა მიხვდნენ, რომ არ ვხუმრობთ“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩიხშია შესული, რის ფონზეც სამხედრო ზეწოლა კვლავ ტრამპის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილება.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *