ფრიდრიხ მერცი: რუსეთს ამ ომის მოგების არანაირი შანსი არ აქვს
„რუსეთს ამ ომის მოგების არანაირი შანსი არ აქვს. ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ ომს, მით უკეთესი იქნება ევროპისთვის, მით უკეთესი იქნება რუსეთისთვის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა NATO-ს სამიტზე, რომელიც ანკარაში მიმდინარებს.
გერმანიის კანცლერმა ასევე, ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზეც და აღნიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები 2026-2027 წლებში უკრაინისთვის დამატებით 70 მილიარდის გამოყოფას გეგმავენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ანკარიდან ნატოში ახალი სულისკვეთებით დავბრუნდებით, რაც ალიანსს უფრო ძლიერსა და მეტად ერთიანს გახდის. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილავთ უკრაინის საკითხსაც. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. გარდა ამისა, ევროპაში უკვე დავიწყეთ ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებში, 2026 და 2027 წლებში, უკრაინას ყოველწლიურად 70 მილიარდი უკრაინული გრივნა (UAH) გამოეყოფა.
ახლა ამ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ამას მივაღწიოთ და მოსკოვს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: რუსეთს ამ ომის მოგების არანაირი შანსი არ აქვს,“ – განაცხადა მერცმა.