გიორგი ვოლსკი – ეუთოს რეზოლუციაში სიახლე არაფერია
By

გიორგი ვოლსკი – ეუთოს რეზოლუციაში სიახლე არაფერია

საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეუთოს რეზოლუციაში სიახლე არაფერია.

„ეუთოს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა. 230-ზე მეტი დეპუტატიდან გადაწყვეტილებას 38-39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში შესწორების ის რედაქცია შენარჩუნებულია, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ დაშორებულია სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს. ამაში არ ვეთანხმებით, რადგან მეცნიერული ანალიზი და იმ ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც გამოქვეყნებულია, ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და დემარშიც ამან განაპირობა, როცა ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა. ეს დაძაბულობა არსებობს, დამოკიდებულებები საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *