მიხეილ კილაძის -ბრინჯაო
By

მიხეილ კილაძის -ბრინჯაო

ბაქოში დასრულდა ევროპის თასის მესამე ეტაპი კომბინირებულ პირამიდაში სენიორთა შორის. წარმატებით იასპარეზა ქართველმა მობილიარდე მიხეილ კილაძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 64 მონაწილეს შორის ცხრა ქვეყნიდან, სამი ქართველი სპორტსმენი მოხვდა რვა საუკეთესოში. დღეს ბაქოში  წლის მთავარი ღონისძიება – ევროპის ჩემპიონატი დაიწყო თავისუფალ პირამიდაში, სადაც როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ გვითხრა,  შესანიშნავი სტარტი ჰქონდა  გიორგი დიმიტრაძეს – პირველი მოგება ჩემპიონატზე. მან 5:0 დაამარცხა აზერბაიჯანელი მობილიარდე. მეორე მოგებული შეხვედრაც საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა – სანდრო ჩიტაიამ 5:1 გაიმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა. წარმატება ვუსურვოთ ქართველ მობილიარდეებს!

 

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *