ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა
By

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ საზაფხულო სკოლას – „კვლევები და ინოვაციები საზღვაო გარემოს მდგრადი განვითარებისთვის“ უმასპინძლა.  ინფორმაციას   ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინცორმაციით, ღონისძიების გახსნას ესწრებოდა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე, რომელიც მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას და ისაუბრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობისა და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე.

ორი დღის განმავლობაში საზაფხულო სკოლის მონაწილეები დაესწრნენ ლექციებსა და პრაქტიკულ ვორკშოპებს, რომლებიც შეეხებოდა საზღვაო გარემოს დაცვას, ლურჯ ეკონომიკას, ჰიდროგრაფიას, საზღვაო კარტოგრაფიას, საერთაშორისო საზღვაო სამართალსა და მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *