გიორგი კახიანი კამერუნის რესპუბლიკაში, სესიაზე სიტყვით გამოვიდა
By

გიორგი კახიანი კამერუნის რესპუბლიკაში, სესიაზე სიტყვით გამოვიდა

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და სუვერენიტეტზე, შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ დესტრუქციულ კამპანიაზე. გიორგი კახიანმა ასევე ილაპარაკა რეგიონში ქვეყნის წამყვან პოზიციაზე.

„რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას. ამის მიუხედავად, საქართველო ასევე აწყდება გარკვეული უცხოელი პოლიტიკოსების და ბიუროკრატების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, როლებიც ცდილობენ, დიალოგი ზეწოლით ჩაანაცვლონ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ აირჩია თავისი სუვერენული უფლების განხორციელება და თავისუფლად განსაზღვრა შიდა და საგარეო პოლიტიკა.

გარედან წახალისებულმა და მხარდაჭერილმა ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა უსაფუძვლო ბრალდებები კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ამავდროულად, მონაწილეობდნენ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებში, მათ შორის, პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობებში. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე და წამყვანი როლი შეასრულა შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარე ყველა სახელმწიფოსთან“, – აღნიშნა კახიანმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *