პარლამენტარები – ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრში
By

პარლამენტარები – ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრში

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ.

დელეგაციასთან ერთად, ინკლუზიური ცენტრის  საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას  გაეცნენ  ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრი განსაკუთრებული მოდელია, რომელიც საჯარო სკოლაშია ინტეგრირებული. ის არა მხოლოდ კონკრეტული სკოლის ბენეფიციარებს ემსახურება, არამედ სრულად მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს. ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ფსიქო-ემოციური სტრესის მართვისთვის არტთერაპიული მიდგომები გამოიყენება, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების განვითარებას უწყობს ხელს.

ინკლუზიური განათლების ცენტრში სტუმრობისას, პარლამენტის წევრებმა ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატები, თექის და გობელენის ნამუშევრები დაათვალიერეს.
სტუმრებთან ერთად, ინკლუზიური ცენტრის  საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას  გაეცნენ  ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *