პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფი გადამზადდება
აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პროექტის „ციფრული მუზა“ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით, გადამზადდა პროექტის 40 მონაწილე. სასწავლო პროგრამა მოიცავდა 6 თემატურ ვორქშოფს, რომლის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე AI ტექნოლოგიებს, არსებულ შესაძლებლობებს, შემოქმედებით და პროფესიულ საქმიანობაში მისი გამოყენების მექანიზმებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტი „ციფრული მუზა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიან ინტეგრირებას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროცესში. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფი გადამზადდება.