სამედიცინო აქცია – ხულოში
By

სამედიცინო აქცია – ხულოში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა   კომიტეტის ინიციატივით, ხულოს  მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს  ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა, უფასო კონსულტაციები და კვლევები ხულოს პოლიკლინიკაში ჩაუტარეს.

ექოსკოპია, კარდიოგრამა, ნეიროსონოსკოპია, ელექტროენცეფალოგრამა და სხვა კვლევები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროულ შეფასებასა და დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკა-გამოვლენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, საჭიროების მქონე პაციენტებს გადაეცათ უფასო მედიკამენტების პაკეტები.

აქციას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი  ლეილა ღოღობერიძე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მიერ გამართული აქციის მხარდამჭერები იყვნენ ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრი, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ფარმაცევტული კომპანია „ავერსი ფარმა“, რომელმაც ბენეფიციართა მედიკამენტებით უფასო უზრუნველყოფაზე  იზრუნა.

„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან ერთად,  დაბა ხულოს ვესტუმრეთ. მსგავსი აქციები, ჩვენი კომიტეტის ინიციატივით, პერიოდულად ტარდება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მხარდამჭერ სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს, ფარმაცევტულ კომპანიებს“, – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *