ქსავიე ბეტელი – ჩვენ თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას
By

ქსავიე ბეტელი – ჩვენ თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე,  საქართველოს მთავრობასთან  დალაპარაკების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს.

„ყოველთვის ვამბობ, მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ მათ არ დაველაპარაკებით, ცვლილებებს ვერ შევძლებთ. არ გვჭირდება მათთვის სწავლება, რადგან იციან წესები და იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ გვჭირდება, მათ თავს მოვახვიოთ ჩვენი აზრი. უნდა შევთავაზოთ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები. მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტია. ჩვენ თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას. მათთან საუბრისას ჩემი შთაბეჭდილება ხანდახან კარგია, ხანდახან – ცუდი“, – აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *